საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სახელმწიფო სერვიების განვითარების სააგენტომ თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებთან ელექტრონული სერვისების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.


უნივერსიტეტში გამართული ღონისძიების მიზანი იყო სტუდენტების ცნობიერების ამაღლება სააგენტოში დანერგილი ციფრული სერვისების შესახებ.


იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით ქვეყანაში ქმნის და ავითარებს სახელმწიფო სერვისებს, მოქალაქეებს უმარტივებს მათზე ხელმისაწვდომობას.


სააგენტოს წარმომადგენლები სტუდენტებს ესაუბრნენ სააგენტოში დანერგილ ისეთ ელექტრონულ სერვისებზე, როგორიცაა კვალიფიციური სანდო მომსახურებები, დისტანციური სერვისები და ელექტრონული აპოსტილი, რომელთა გამოყენება უზრუნველყოფს ქვეყანაში ელექტრონული მმართველობის განვითარებას. ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნა საინფორმაციო ვიდეორგოლი კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესახებ.


სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა სტუდენტებს სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებების, სიახლეებისა და სხვადასხვა სერვისის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

 

https://www.facebook.com/psda.gov.ge/videos/120353161090746/

 

https://sda.gov.ge/?us_portfolio=21685

 

 

თარიღი: 22/06/2023